Sunday, September 24, 2017

დღეს ტრენინგის მერვე დღეა. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები. გავითვალისწინეთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. შევქმენით ელექტრონული სავარჯიშოები ფასილიტაციისათვის. გავეცანით მოსწავლის მხარდამჭერი დოკუმენტების ნიმუშებს და გავაკეთეთ ადაპტირება.

Saturday, September 23, 2017

დღევანდელი მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები.საჭიროა მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში.გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო შეფასების რუბრიკა.აღვწერე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ დროის ჩარჩოში.

Sunday, September 17, 2017

დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. გავერკვიე,  რა ტიპის ნაშრომები  უნდა გააკეთოს მოსწავლემ. რა მოთხოვნები შეიძლება წავუყენოთ სავარაუდო ნაშრომებს. მისი ნამუშევარი პასუხობს თუ არა მიზნიდან გამომდინარე კითხვებს და უვითარებს თუ არა 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს.

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო და მრავავალფეროვანი იყო. ვისწავლეთ, რომ ინტერნენტი კვლევი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისათვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს; აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა.ტრენინგის მსვლელობის დროს ტრენერმა შემოგვთავაზა საინტერესო და სახალისო თამაშები, მადლობა მას.

Sunday, September 10, 2017

დღევანდელი დღეც  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი  იყო. ვისწავლეთ პროექტის  შეფასების  მეთოდები და ინსტრუმენტები. რასაც გამოვიყენებ ჩემი პროექტის განსახორციელებლად.

Saturday, September 9, 2017

დღევანდელი პროექტი ძალიან საინტერესო იყო. გავიარე  მოდული 2. ვისწავლე პროექტის მიზნების დაწერა, შევუსაბამე სტანდარტები, ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი კითხვები, რაც დამეხმარება ჩემი პროექტის  განხორციელებაში.

Sunday, September 3, 2017

ინტელის კურსის გავლას დიდი ინტერესით ველოდებოდი.ტრენინგის დაწყებამ განმაწყო პოზიტიურად. მომცა იმედი, რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა უფრო საინტერესო და ეფექტური იქნება, რადგან ამ ტრენინგზე გავივლი პროექტების სწავლას.ეს ყველაფერი დამეხმარება სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვაში. გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია,ჩამოუყალიბდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.